უსაფრთხოების სისტემები

ვიდეო-მეთვალყურეობა

ნებისმიერი ბიზნესისთვის, უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია კერძო მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ დამატებითი ბარიერები შეუქმნან მათ ტერიტორიაზე შემოჭრის მსურველებს. ვიდეო-მეთვალყურეობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი გზაა თქვენი შენობის უსაფრთხოების დასაცავად.

ლაინ-ნეტი CCTV-ის უახლოეს აპარატურას იყენებს ვიდეო-კონტროლის სისტემებზე მუშაობისას. წვდომის კონტროლი, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემები სხვა ფუნქციებთან ერთად სრულ პროფესიონალურ დაცვას უზრუნველყოფენ თქვენი საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტისთვის.

წვდომის კონტროლი

ბაზარზე ბევრი ტიპის უსაფრთხოების სისტემას შეხვდებით. ზოგიერთი კამერის საშუალებით დისტანციური კონტაქტია შესაძლებელი იმ სივრცესთან, სადაც მოწყობილობაა დამონტაჟებული, ზოგი კი მხოლოდ გამოსახულებას იწერს. თანამედროვე ტექნოლოგია ფაქტობრივად ყველა მოცულობის ბიუჯეტს ერგება და ყველა მსურველს სთავაზობს სახლისა თუ ბიზნესის დაცვის ალტერნატიულ გზებს.

კამერებით მარტივად შეგიძლიათ გააკონტროლოთ თუ ვინ შედის შენობაში, ან ამ შენობის კონკრეტულ ზონაში. ყველაზე მაღალტექნოლოგიურ კამერებს კომპიუტერის მსგავსი ფუნქციები აქვთ – სენსორული კონტროლი, 360⁰ ხედვა, კავშირი მობილურ აპლიკაციასთან, საჭიროების შემთხვევაში ავტომატური კავშირი სახანძრო ან საპატრულო სამსახურთან და ა.შ.

უსაფრთხოების სისტემა

ყველა სახის უსაფრთხოების სისტემის მთავარი ფუნქცია შენობაში შემოჭრის პრევენციაა.

ექსპერტები ამბობენ, რომ კამერები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ შენობის უსაფრთხოების დაცვაში. ისინი აღჭურვილნი არიან სენსორული კონტროლით, რომელიც არასასურველ ვიზიტორებს აფიქსირებს და ხმამაღალი სიგნალიზაციით. ასევე აუცილებელია, რომ კამერა რაიმე გზით უკავშირდებოდეს ადამიანს ან გუნდს, რომელიც მონიტორინგს აწარმოებს. 

ინტეგრირებული სისტემები

ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება მისი უსაფრთხოების მნიშვნელობაც. მაქსიმალური ეფექტისთვის სასურველია პერიოდულად შეფასდეს რისკები და დაცულობის დონე.

უსაფრთხოების ინტეგრირებული სისტემა იდეალური გამოსავალია. ლაინ-ნეტის უსაფრთხოების სისტემები არამხოლოდ შემოჭრისგან იცავენ ობიექტებს, არამედ უზრუნველყოფენ მონაცემებისა და შიდა ინფორმაციის დაცულობასაც.

ლაინ-ნეტს შეუძლია უსაფრთხოების სისტემის ყველა კომპონენტის ინტეგრირება, მათ შორის:

  • წვდომის კონტროლი
  • CCTV კამერები
  • სიგნალიზაცია შემოჭრის მცდელობის შემთხვევაში
  • ხმისა და მონაცემთა ინფრასტრუქტურა
  • ვიდეო კონტროლი