საკაბელო სისტემები

სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები

სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა არის საკაბელო და მასთან დაკავშირებული ტექნიკის სრულყოფილი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას. ამ ინფრასტრუქტურას მრავალფეროვანი გამოყენება აქვს, მაგალითად, სატელეფონო მომსახურების მიწოდება ან მონაცემთა გადაცემა კომპიუტერული ქსელის საშუალებით.

ჩვენს კვალიფიციურ ინჟინრებს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ იმ უახლეს სტრუქტურულ კაბელურ სისტემებთან, რომლებიც დღეს გამოიყენება როგორც ხმის, ასევე სხვა სახის მონაცემთა გადასაცემად.

როგორ ვმუშაობთ

1. შეფასება

პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლები ოფისის, საწყობის თუ ინდუსტრიული ნაგებობის სრულ შეფასებას ატარებენ. უკვე არსებული საკაბელო სისტემის არსებობის შემთხვევაში ისინი ყურადღებით შეისწავლიან მის მუშაობას და ნაკლოვანებებს.

ჩვენი ექსპერტები ითვალისწინებენ შენობის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია, ამიტომ პროექტის მენეჯერი პირველივე დღიდან იწყებს დამკვეთთან კომუნიკაციას. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვიმუშაოთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის პროექტებზე.

შეფასების ფაზის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდი შეიმუშავებს საპროექტო გეგმას. ჩვენი მიზანია შევქმნათ სისტემა, რომელიც მიმდინარე პრობლემებსაც გადაწყვეტს და მომავალშიც ადვილად ადაპტირდება დამკვეთის ახალ მოთხოვნებთან თუ საჭიროებებთან. დასრულებული პროექტი შესაძლოა მოიცავდეს დეტალურ ნახაზს, რეკომენდაციებს, დასრულების ვადებსა და ხარჯთაღრიცხვას.

2. ინსფრასტრუქტურის დიზაინი და ინსტალაცია

ლაინ-ნეტის პროექტის მიხედვით შედგენილი ქსელის ტოპოლოგია და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო აღჭურვილობა ყოველთვის შეესაბამება ობიექტის საჭიროებებსა და ადგილობრივ რეგულაციებს.

საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, ლაინ-ნეტის გუნდის წევრებს შეუძლიათ უზრუნველყონ სტრუქტურირებული საკაბელო სისტემების კონკრეტული ტიპები, როგორც მონაცემთა, ასევე ხმოვანი სისტემებისთვის.

ჩვენი სერვისები ასევე მოიცავს:

  • საწყობებისა და ინდუსტრიული შენობებისთვის ბოჭკოვანი საკაბელო სისტემების გამართვა.
  • არსებული სატელეფონო და საკომუნიკაციო წერტილების გადატანა.
  • საკომუნიკაციო საკაბელო ქსელის პრობლემების აღმოჩენა, აღმოფხვრა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.
  • კაბელების შეფუთვა სხვადასხვა მეთოდებით (Cable containment using flex pipe trunking, skirting trunking, modular floor systems, tray work, basket trays and ceiling voids.)

შერჩეულ პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, საჭიროების შემთხვევაში, ლაინ-ნეტი უზრუნველყოფს შემდეგი ტიპის კაბელების ინსტალაციას – საკაბელო ტრადიციული მონტაჟი LAN, პეიჯინგისა და ინტერკომის სისტემებისთვის, 5 და 5e კატეგორიის საკაბელო ინსტალაცია კომპიუტერული ქსელების სისტემებისთვის, კატეგორია 6-ის და კატეგორიის 6a საკაბელო ქსელი გიგაბიტიანი ინსტალაციისთვის და მე –7 კატეგორიის ქსელის საკაბელო ინსტალაცია.

3. საკაბელო სისტემის ტესტირება და ჩაბარება

პროექტის დასასრულს, ჩვენი გუნდი დეტალურად შეამოწმებს სტრუქტურირებული საკაბელო სისტემის მუშაობას და დარწმუნდება, რომ სისტემის ყველა კომპონენტი გამართულია.

საჭიროებების შეფასებიდან პროექტის ჩაბარებამდე, ჩვენი გუნდის წევრები მუდმივ კომუნიკაციაში არიან მომხმარებელთან. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად თქვენ მიიღებთ საკაბელო სისტემას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. დამკვეთებს საშუალება აქვთ გაეცნონ ტესტირების დეტალურ შედეგებს, მწარმოებლის გარანტიებსა და ინფორმაციას ლაინ-ნეტის მიერ მუშაობისას გამოყენებულ ყველა პროდუქტზე.