კომპანიის შესახებ
კომპანია ლაინ-ნეტს ქართულ ბაზარზე ფუნქციონირების დიდი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდში ჩვენმა გუნდმა ბევრ მსხვილ, რთულ და საინტერესო პროექტში მოასწრო მონაწილეობის მიღება.
ამის მიუხედავად, კომპანია მუდმივად ზრდისა და განვითარების პროცესშია, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური სერვისების შეთავაზებაზე.
ჩვენი ძირითადი მიმართულებაა კერძო თუ კომერციულ სივრცეებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ელექტრო-სერვისს, ვიდეო-კონტროლის სისტემასა და სტრუქტურირებულ საკაბელო სისტემას მოიცავს.
ამ მიზანს უახლესი ტექნოლოგიების, უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემების დანერგვითა და ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად ვაღწევთ.
ელექტრო-სისტემების დაპროექტების დროს უსაფრთხოების გარდა საქმის ვიზუალურ და პრაქტიკულ მხარესაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ჩვენ გვესმის, რომ განათება ეფექტური ინსტრუმენტია ნებისმიერ შიდა თუ გარე სივრცეში სასურველი განწყობის, დაცულობის დონისა და პრაქტიკულობის შესაქმნელად.
ვიდეო-კონტროლი უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ლაინ-ნეტი CCTV-ის უახლოეს აპარატურას იყენებს ვიდეო-კონტროლის სისტემებზე მუშაობისას. წვდომის კონტროლი, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემები სხვა ფუნქციებთან ერთად სრულ პროფესიონალურ დაცვას უზრუნველყოფენ თქვენი საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტისთვის.
სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ჩვენი მომსახურება მოიცავს არსებული ქსელის შეფასებას, ახალი სისტემის დაპროექტებას, ინსტალაციას და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ლაინ-ნეტთან თანამშრომლობით თქვენი ბიზნესი უფრო უსაფრთხო და დაცული იქნება.
ლაინ-ნეტი – პროფესიონალიზმი და სანდოობა!
