ელექტრო მომსახურება

ელექტრო სერვისი

განათება ნებისმიერი კომერციული თუ საცხოვრებელი შენობის აუცილებელი კომპონენტია. მას შეუძლია ნაგებობის სრული ტრანსფორმაცია მოახდინოს. განათება ეფექტური ინსტრუმენტია სივრცეში სასურველი განწყობის, დაცულობის დონისა და პრაქტიკულობის შესაქმნელად.

პროდუქციის ცოდნა, ტექნიკური უნარები, გამოცდილება და დეტალებზე ორიენტირებულობა უმნიშვნელოვანესია, როდესაც საქმე ელექტრობას ეხება. ყველა ამ კომპონენტის ერთობლიობა ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ დაცული და ეფექტური გარემო ხელმისაწვდომ ფასად.

როგორ ვმუშაობთ

მაღალკვალიფიციური პროფესიონალების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი სირთულის ელექტრო სისტემების დაპროექტება და ინსტალაცია.

პირველ ეტაპზე, ჩვენი ექსპერტები ყურადღებით ეცნობიან მომხმარებლის მოთხოვნებს და შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული. გამოცდილი ელექტრო-ინჟინრები კარგად იცნობენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე განათების სისტემებს და აქვთ მუშაობის გამოცდილება საოფისე სივრცეებში, ინდუსტრიულ შენობებში, საწყობებში და სხვა სახის კომერციულ თუ საცხოვრებელ ნაგებობებში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ნებისმიერი მოცულობის პროექტზე შეგვიძლია მუშაობა, მომხმარებლებს კი გარანტირებულ შედეგსა და დადებით გამოცდილებას ვპირდებით. პროფესიული ეთიკა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს დამკვეთის მოთხოვნებს, დადგენილ ვადებსა და ბიუჯეტს.

ლაინ-ნეტის კონტრაქტორები თქვენ დაგეხმარებიან შემდეგი მიმართულებებით:

1. რეკომენდაციები

ჩვენი ექსპერტები სპეციალიზირდებიან სხვადასხვა კომერციული თუ საცხოვრებელი ობიექტების განათების სისტემებში, მათ შორის: საოფისე სივრცეები, კერძო სახლები თუ ბინები, მაღაზიები, რესტორნები და ა.შ.

სტრატეგიულად განთავსებული განათება დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მუშაობასა და პროდუქტის გაყიდვებზე. განათების გამოყენებით მარტივად შეიძლება ობიექტში სასურველი განწყობის შექმნა. მაგალითად, არსებობს ურბანული, ტრადიციული, რომანტიკული განათებები, ასევე განათებები რომლებიც განგაწყობთ სიმშვიდის, დასვენების, ან პირიქით, მეტი აქტივობისკენ.

სწორი განათების სისტემით შეგიძლიათ მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი, თქვენი პროდუქტი კი ყველაზე ხელსაყრელი ფორმით წარმოადგინოთ. ჩვენი გუნდი გირჩევთ, თუ როგორი სისტემა იქნება ყველაზე მომგებიანი თქვენი დაწესებულებისთვის.

2. თავსებადობა საერთაშორისო და უსაფრთხოების სტანდარტებთან

ზოგიერთი ბიზნესი ვალდებულია გაითვალისწინოს გარკვეული რეგულაციები, როდესაც სივრცეს აპროექტებს. ჩვენს ექსპერტებს შეუძლიათ კვალიფიციური კონსულტაცია გაგიწიონ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით,  მოგცენ კონკრეტული რჩევები და მათ შესრულებაში დაგეხმარონ.

გარე განათების სისტემა უსაფრთხოების სისტემის ნაწილადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. პირველ რიგში, კარგად განათებული შენობა ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება დამნაშავეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით თქვენ ასევე დამატებით კომფორტს და უსაფრთხოების განცდას შეუქმნით იმ თანამშრომლებსა და ვიზიტორებს, რომლებიც თქვენს ობიექტს საღამოს საათებში სტუმრობენ ან ტოვებენ. ამასთან ერთად, განათება მკვეთრად აუმჯობესებს სათვალთვალო კამერების ხილვადობას.

2. ბიუჯეტირება

ლაინ-ნეტში ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლების იდეებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ სურვილებს. ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ თქვენი მოთხოვნების ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს და ისეთ გზებს, რომლებზეც თქვენ არ გიფიქრიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი ხედვა რეალობად იქცეს.

ჩვენი კონსულტანტები წარმოგიდგენენ ხარჯთაღრიცხვას და ბიუჯეტს, რომელიც თქვენი პროექტის შესრულებას დასჭირდება. შეთანხმების შემთხვევაში, თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რაში რამდენს ხარჯავთ და გარანტირებულ შედეგს თქვენსავე დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში მიიღებთ.